საბავშვო ელ. სკუტერი Segway Ninebot KickScooter C2
799 ₾ Ex Tax: 799 ₾
Ninebot KickScooter C2 ელექტრო სკუტერი სპეციალურად შექმნილია 6-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის და უზრუნველყოფს სტაბილურ მგზავრობას, რომელიც სრულად შეესაბამება მათი ასაკის საჭიროებებს. Segway-Ninebot eKickScooter C2 აერთიანებს ხარისხს, პრაქტიკულობასა და თანამედროვე დიზაინს.
მისი ძრავის მეშვეობით სკუტერს შეუძლია განავითაროს მაქსიმალური სიჩქარე 16 კმ/სთ და ერთ სრულ დამუხტვაზე დაფაროს 11 კმ-მდე მანძილი. მისი გამძლე და მსუბუქი კონსტრუქცია, 7.8-დიუმიანი ღრუ საბურავებით, უზრუნველყოფს გამართულ მოძრაობას სხვადასხვა ზედაპირზე და მაქსიმალურ კომფორტს მგზავრობისას.
C2 -ს გააჩნია სტანდარტული რეჟიმი (სიჩქარე შეზღუდულია 12 კმ/სთ-მდე) , სპორტული რეჟიმი მაქსიმალური სიჩქარის გამოყენებისთვის და დახმარების რეჟიმიც (Power-assisting Mode) სკუტერზედამატებულია სასურველი სიჩქარის დაფიქსირების ფუნქციაც (cruise control), რაც გამარტივებს გრძელ გზაზე გადაადგილებას.
განსაკუთრებული ელფერი აქვს RGB განათებას, რომელიც მოძრაობისას იცვლება სხვადასხვა ფერებში და სკუტერს უნიკალურ და თვალშისაცემ იერს აძლევს.
განსაკუთრებული დეტალი – სკუტერს აქვს ჩაშენებული ბლუთუზ დინამიკი,ხმის ასისტენტი და მოყვება რეგულირებადი სახელური, რაც შესაძლებლობას იძლევა გაიზარდოს ბავშვის სიმაღლესთან ერთად და უფრო დიდხანს გამოიყენოს სკუტერი კომფორტულად.
Ninebot KickScooter C2 იდეალურია როგორც ყოველდღიური გართობისთვის, ისე აქტიური ცხოვრების წესისათვის.